Monday, November 23, 2015

ტრენინგის რეფლექსია

       
             პირველი მოდული საინტერესო იყო. გავიგე  რა  განსხვავება არის გაკვეთილსა სასწავლო პროექტს შორის. ვისწავლე საკუთარი ბლიგის შექმნა.
   
               მეორე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტები,მიმართულების მიმცემი კითხვები,  21-ე საუკუნის უნარები.განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება, რომელიც წარმატებით წაადგება ჩემს პროექტს.


                 მესამე მოდული საინტერესო იყო ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, კერძოდ ინტერნეტით სასწავლო პროცესში საჭირო ინფორმაციების მოძიება.  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.


              მეოთხე-მეხუთე მოდულში გავიგე როგორ უნდა შეიქმნას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.რა რესურსები გამოიყენა და პასუხობს თუ არა პროექტი შეკითხვებს. ვისწავლე განმავითარებელი შეფასების 5 მიმართულების დადგენა. პროექტყის გეგმის რუბრიკების შექმნა და გამოყენება.



           მეექვსე- მეშვიდე მოდულში მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება,დიფერენცირებული სწავლების როლი. სასწავლო პროექტზე მუშაობისას როგორ განუვითაროთ მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გეგმის მოკლე რეზიუმეს შექმნა.


          მერვე მოდულში ხდება პროექტის დემონსტრირების  შეჯამება. სასწავლო პროექტის პორთფოლიოს ჩვენება, ნამუშევრის ბლოგზე ატვირთვა.



       ინტელის კურსით ,,პროექტებთ სწავლება " კმაყოფილი დავრჩი.